უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დაპირებას, იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთი არის „ტროას ცხენი“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ცდილობს.
„ორბანი ამბობს, რომ ის იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის. მოდით, ყვავი დავარქვათ... უნგრეთი - ტროას ცხენი ევროკავშირის დაშლას ევროპელი გადამხდელების ხარჯზე ცდილობს", - ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ორბანს სძულს უკრაინა და ოცნებობს "რუსულ მშვიდობაზე" ევროპაში.
„ევროკავშირმა უნდა დააფინანსოს ეს დივერსიული აქტები?“, - ინტერესდება პოდოლიაკი.
უკრაინული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს, სოფელ კოტცეში უნგრეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ორბანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, 2030 წლამდე გაგრძელდეს და ამ დროისთვის, მისი აზრით, ევროკავშირი სავარაუდოდ, დაიშლება. მან ასევე განაცხადა, რომ შეეცდება, ხელი შეუშალოს ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაში.